კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

სოკრატე, ანუ ყველამ საკუთარი თავიდან დაიწყოს

leave a comment »

cb28d8c3f56e83d6d9344a4c19aff821

“მე არ შემიძლია, ვასწავლო ვინმეს რაიმე. მე მხოლოდ შემიძლია, მოვეხმარო მათ, იაზროვნონ” (სოკრატე)

ძვ. წ-აღ-ით 403 წელს ათენიდან კრიტიას მეთაურობით 30 ტირანისაგან შედგენილი ხუნტის განდევნის შემდეგ ემიგრაციიდან ხელისუფლებაში ბრუნდება თრაზიბულეს დემოკრატიული მთავრობა, რომელიც თავის მოღვაწეობას პერიკლესდროინდელი იდეალების, კანონიერების აღდგენითა და სამართლიანობის დამკვიდრებით იწყებს. მოცემულ ძალთა მიერ უამრავ აუცილებელ ღონისძიების გატარებასთან ერთად ადგილი აქვს ისეთ პარადოქსულ სასამართლო პროცესს, რომელიც სიკვდილის განაჩენს გამოუტანს სოკრატეს.

რა იყო ამ არა მარტო ყოვლადუდანაშაულო, არამედ ათენის ზნეობრივი და ინტელექტუალური განვითარების სამსახურში საკუთარი ცხოვრების ჩამყენებელი პიროვნების მოკვლის მიზეზი? ნუთუ ის ბრალდებები, რომელიც სოკრატეს წაუყენეს: ურწმუნოება, ახალი ღმერთების კულტის ქადაგება, ახალგაზრდობის გარყვნა, ან პირადი წყენები და თრაზიბულეს მიერ წლების წინ ათენის მეტოქე, სპარტასთან დაკავშირებული ალკიბიადეს მეგობრობის გამო მხცოვანი ფილოსოფოსის ოპონენტად მიჩნევა? თუ ამ გარეგნულ საბაბთა უკან უფრო ღრმა რეალობა იდგა?

ათენს ახალი დაძლეული აქვს სპარტასთან მარცხი. მდგომარეობის გამოსასწორებელ გამოსავლად სამოქალაქო წესრიგის აღდგენა და ძველი ექსპანსიონისტური დიდების დაბრუნება მიიჩნევა. სოკრატეს ცხოვრებამ კი აჩვენა, რომ ქალაქის მოსახლეობა ორიენტირებულია მატერიალური სიკეთის მატებასა და გარეგნულ ძლიერებაზე; და რომ მოქალაქეთა უნარების განვითარება, თუ სწავლებაც ხშირად ამ პრაგმატული მიზნისკენ იყო მიმართული. მაგრამ რა მდგომარეობაა ზნეობისა და ზნეობრივი სიკეთის განვითარების მხრივ? და არის თუ არა ცოდნა ჭეშმარიტი, თუ მათი ადგილი მოსაზრებებს აქვთ დაკავებული?

სოკრატეს მოღვაწეობამ და სასამართლო პროცესმა გააშიშვლა ათენის მოსახლეობის ზნეობრივი სიღატაკე. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ჯერ საკუთარი შინაგანი სიბნელის განკურნება დაეწყოთ, რომ უპირველესად გააცნობიერებინათ თავიანთი ზნეობრივი სნეულება და დანაკლისი, რომ ყური ეთხოვებინათ შინაგანი ავადმყოფობის მიმთითებელი მკურნალისათვის, ხდება საპირისპირო რამ: მოცემულ ზნეობრივ სიბნელეში კომფორტულად ჩამყაყების მსურველებმა ამჯობინეს, მოეშორებინათ და მოეკლათ მათი „აბეზარი“ მამხილებელი, სინამდვილეში კი-მოკეთე ექიმი.

sm_1297811932

შესაბამისად, სოკრატე ხდება ათენში გამეფებული ეთიკური სიბნელის (იგივე სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ თებეში გავრცელებული შავი ჭირის-სულიერი ჭირის ალუზია) მსხვერპლი-განტევების ვაცი.

რენე ჟირარის „განტევების ვაცი“-ს თეორიის მიხედვით, მსგავსი ზნეობრივ-სულიერი წკვარამით მოცული საზოგადოებები ეშმაკეული საზოგადოებებია, რომლებშიც დამყარებულია სატანური წესრიგი. ეს უკანასკნელი გრძელდება მანამ, სანამ საკუთარ თავს არ ამოწურავს; და იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს არსებობა, საჭიროებს „გადატვირთვას“, განახლებას.

რაც ყველაზე საგულისხმოა: ზემოთქმული განახლებისათვის დამახასიათებელია პირადი ნაკლოვანება-სისუსტეების გარესამყაროზე გადატანა, მათი სხვაზე ატვირთვა, არა თავისი თავის, არამედ სხვისთვის გადაბრალდება; და ეს ყოველივე საკუთარ სამყაროში დანაკლისის გაცნობიერებისა და აღიარების, მათი მოგვარების, სამართლიანი და ჯანსაღი გამოსავლის ძიების, დასნეულებული შინაგანი სამყაროს გაუმჯობესებისა და კათარზისის მაგივრად.

სოკრატეს მოკვლით ათენელები აკეთებენ მცდარ არჩევანს, რითაც ათენი მახვილს სცემს საკუთარ ზნეობრივ სიჯანსაღესა და სიკეთეს. სამაგიეროდ, იმყოფება გაუმჯობესებისა და პრობლემების მოგვარების მაცდური ილუზიის, დაბანგული ცნობიერებისა და სულიერი სიბნელის ტყვეობაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: