კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

“ეროვნება არა აქვს ცხოველს”

with 2 comments

ეს გენიალური და ღრმააზროვანი ფორმულა აქვს დატოვებული ბატონ ზვიად გამსახურდიას.

ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთისმომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი.

საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ ერს არ ემსახურებიან და მხოლოდ თავიანთი ეგოიზმით ხელმძღვანელობენ. ყველაფრის ცენტრად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და მისთვის სიამოვნების მინიჭებას ანაცვალებენ თავიანთ ცხოვრებას.

და მაშინ, ყველა ამ ნეგატიურ შემთხვევაში, ასეთები კაცები კი არ არიან, არამედ ცხოველის დონეზე იმყოფებიან. ადამიანობის ხარისხსაც კი ვერ აღწევენ, რომელიც ცხოველსა და კაცს შორისაა. სამწუხაროდ, კაცობრიობა ზოგადად და სულიერი გაგებით, ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, სულიერი გაბარბაროსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ეროვნება და ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულად განსაზღვრავს კაცთა შინაგანი განვითარების სიმაღლეს

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პატივცემულო ბატონო «გეორგიანელი»,

    ძალიან სიმპათიური სურათი, რომელიც გვაჩვენებს ზვიად გამსახურდიას ნამდვილ ხარისხს. მინდა გადავიბეჭდო ეს ფოტო ჩემს «საქართველოს ისტორიაში», რომელიⅠ მალე გამოვა ლონდონში. თუ შეიძლება, მითხარით, საიდან გადაიღეთ სურათი, და თუ ვისმე ეკუთხვნის საპუბლიკაციო უფლება.

    დიდი პატივისცემით,

    დონალდ რეიპილდი (d.rayfield@qmul.ac.uk)

    Donald Rayfield

    February 16, 2012 at 11:55 am

    • ბატონო, დონალდ
      სასიამოვნოა თქვენი გამოხმაურება.
      პირადად საქართველოს პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოცემული სურათი ინტერნეტში, Google-ში მაქვს ნაპოვნი. ამად, მეტი ინფორმაციისათვის ხელი არ მიმიწვდება.
      საინტერესოა თქვენი წიგნის გაცნობა საქართვველოს ისტორიასთან დაკავშირებით. იმედია, ის მაინც იქნება იმ მცირერიცხოვან ნაშრომებს შორის, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ საქართველოს უახლეს, თუ შორეულ წარსულს. ეს კი აუცილებლად მოითხოვს იმას, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მეცნიერი უნდა დაეყრდნოს არა მხოლოდ რუსულენოვან ისტორიულ წყაროებს (Sic!). მით უმეტეს, საბჭოთა იმპერიალისტური წნეხის ქვეშ შედგენილებს.
      განათლება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფილოსოფიის სპეციალობებზე მაქვს მიღებული და თუ რითიმე შემიძლია დახმარება, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
      ღმერთმა გაგიმარჯოთ ყველა მართალსა და კეთილ საქმეში.
      გულითადად,
      კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

      georgianeli

      February 26, 2012 at 5:20 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: