კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ხელოვნება და სიცოცხლე

with 3 comments

ცოდვის საკითხი იქნება, იმ მიუწვდომელის შესახებ წერას მივყო ხელი, რომელ სიმაღლეზე მდგომი არაერთს ეგონა თავი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდა, აღმოჩნდა: გაცილებით უფრო შორს იდგნენ მწვერვალისაგან, ვიდრე შეეძლოთ წარმოედგინათ. ასევე, გაუმართლებელია სიცოცხლისა და ხელოვნების დაცალკევება ისევე, როგორც წარმოადგენდე პოეტს და არ ცხოვრობდე პოეზიის შინა-არსით. რა იქნებოდა გალაკტიონის “მერი”, ან თვითონ გალაკტიონი, ყოველდღიურად რომ არ ეცხოვრა ამ შედევრის რეალობა, მისი სინამდვილის სიმძლავრე? კარიკატურა. არარა. საკმარისია, ჩაუღრმავდე მოვლენების არსს და მაშინ მტკივნეული მარტოობა კი არ აღმოჩნდება, არამედ ალალი გულუბრყვილობისაგან გამოწვეული შეცდომა; მცდარობა ადამიანში, რომელიც მეგობრად გესახება, სულიერ დად წარმოგიდგენია და ამასობაში, ხელთ არავინ გრჩება, თუ არა ჩვეულებრივი სხვა. არა ოდენ სხვა, არამედ ორდინალური სხვა. მართალია, განსხვავებული, განუმეორებელი, ლამაზი, მოხდენილი და დახვეწილი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი სხვა.

ცდებიან, როდესაც ჰგონიათ, რომ შემოქმედებენ, მაგრამ რაც უფრო იმყოფებიან თავიანთი ილუზიების ტყვეობაში, მით უფრო შორდებიან სიცოცხლეს. ეს წარმავალი ხელოვნებაა და მაშინ არაა საკმარისი იყო გულწრფელი, ნიჭიერი, ბევრის მცოდნე (კიდევ შეიძლება ჩამონათვალის გაგრძელება)… სიყვარულისა და მეგობრობისათვის იბადებიან, შემდეგ კი იზრდებიან მათში და მათი მეშვეობით. როცა გიყვარს და შენი მზიანი გულის მეგობრობას სთავაზობ საყვარელ ადამიანს, როგორი ბრმა უნდა იყოს, რომ სხვა უფრო მეტი არჩიოს იმას, რაზე დიდიც არ არსებობს ადამიანთაშორის ურთიერთობაში?!

ცდებიან ისინიც, ვისაც ჰგონია, რომ “მერი”-ს ფურცელზე წერაა პოეზია. არა. სამართლიანად აღნიშნავდა გენიალური ვაჟა-ფშაველა, რომ შეიძლება სტრიქონიც კი არ გქონდეს ნაწერი, მაგრამ იყო პოეტი. პოეზია სიცოცხლისაგან განხეთქილი და განცალკევებული შემოქმედება კი არაა, პოეზია თვითონ სიცოცხლეა, ადამიანებს შორის მზიურობის გამრავლება, ადამიანების გულებში სიცოცხლის ლექსად წერა, ხელოვნებად მოღვაწეობა. უკვდავების თვალისაგან უჩინარი და გულისაგან ხილული შაირების წერა-ქმნა-კეთება. სი-კეთ-ის შინა-არსიც სხვა არაფერში მდგომარეობს.

არიან ისინი, ვისი ცხოვრებაც ლექსების ფურცელზე წერით იფარგლება; არიან ისინი, ვისი ცხოვრებაც თვითონაა პოეზია. თითო-ოროლაა ის, ვისი ცხოვრება ერთიცაა და მეორეც. თუმცა, დიდია იმათი რიცხვიც, ვისი თავგადასავალი არც ერთია და არც მეორე.

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სწორია, შეიძლება ლექსის ორიოდე პწკარიც არ გქონდეს შექმნილი, მაგრამ სულიერად პოეტი იყო. და რა, პოეტურობა პროზაში არ მჟღავნდება თუ?🙂

    kevana

    February 3, 2010 at 3:36 pm

    • პასუხი შენსავე კითხვაშია. “ქევანა” church.ge-ს ფორუმიდან?🙂

      georgianeli

      February 4, 2010 at 12:22 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: