კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ფილოსოფიისადმი დამოკიდებულებისათვის

leave a comment »

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, რომელნიც ამბობენ, რომ ფილოსოფოსები არცთუ იშვიათად “ტვინის დიდი მბურღველები” არიან: ისინი, ვინც ცუდად იცნობს ფილოსოფიურ ტრადიციას და ისინი, ვინც მას შესანიშნავად ფლობენ.

პირველთ მუდამ ფილოსოფიის უნაყოფობაზე აქვთ საუბარი; მეორენი კი, იმთავითვე ხვდებიან და იაზრებენ სიბრძნის სიყვარულის უცვლელ მნიშვნელობას და ამ უკანასკნელთა კრიტიკული დამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არ ჯანსაღი რეაქცია ზოგიერთი ფილოსოფოსის მიერ დაშვებული ლაფსუსებისადმი, თუ ნაკლულოვანებებისადმი.

ფოლოსოფოსების შეცდომა ფილოსოფიას რაციონალური სადო-მაზოხიზმის ხასიათს სძენს, რადგან წინა ეპოქის, ან თაობის ნააზრევი ფუნდამენტალურად შეიძლება უარყოფილ იქნას მომდევნოსაგან (დეკარტი-რორტის გონებისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ასევე, აზროვნების პარადიგმა); და ის, ვინც სწავლობს აზროვნებათა სისტემის ცვალებადობათა თავგადასავალს, ასეთი ინტელექტუალური წნეხის ქვეშ ექცევა.

ამ მხრივ, მეცნიერება უფრო ზუსტი და სწრაფია. თუმცა, კაცობრიობის ისტორია გვარწმუნებს, რომ სწორედ, მის შიგნით დაშვებული ლაფსუსების გააზრება წარმოადგენს მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზს. იგივე ეხება ფილოსოფიასაც მაშინ, როცა ხელოვნება პირველისა და მეორეს შემოქმედებითი და კრებითი ერთობა, ასახვა და საკუთარ თავში გადახარშვაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: