კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

რომეო და ჯულიეტა

leave a comment »


კაცობრიობა ღმერთით გაჯერებული ეპოქიდან ევროპული რენესანსით “რომეოსა და ჯულიეტა”-ს სიყვარულამდე დავიდა და ეს უკანასკნელი ორი ტოლ-სწორი სულის სიყვარულის ლამაზი გამოხატვაა.

მასში ნაკლებია ღმერთი; მასში სამანების გადმოხეთქვისა და გარღვევის უზომო სურვილია-წრფელი და ტრაგიკული სურვილი,-მაგრამ იქ ღმერთის ადრინდელთან შედარებით სიცოტავეა.

შექსპირი გვაძლევს თავისი ეპოქის რაობის სარკეს. მასზე უკეთ ვერავინ შესძლო აესახისმეტყველებინა აღორძინების ხანის უშინაგანესი მდგომარეობა, როგორც კაცობრიობის დეკადანსი და ეს ყოველივე “რომეო და ჯულიეტა”-ში, სადაც რომანტიული სიყვარულის ცრემლის დამდენია სიწრფელე, ორი ჯუფთი სულის ერთქმნის წყურვილი, უბიწო გახელება, დრამატიზმი…

… მაგრამ აქ მაინც ცოტაა ღმერთი.

როგორი იქნებოდა შექსპირის ამ ორი გმირის სიყვარული ღმერთთან თანაზიარობით?

ხატი: წმინდა იოანე მახარებლის მუცლადღება”.

ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული ნათლისმცემელის მშობელთა გამოსახვის ეს ტრადიციული ფორმა ჩვენ სულთა განმანათლებელი იოანე ოქროპირის მიერ მიჩნეულ იქნა ზეამაღლებული ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიმბოლოდ.

წმინდანები, ზაქარია და ელისაბედი, თავიანთი დროის რომეო და ჯულიეტა არიან.

P.S. შექსპირის ამ შედევრის დრამატიზმს ის ჩასწვდა, ვისაც მათი კვდომისას ევას ცოდვით დაცემაზე დასდინდა ცრემლი…

სარწყუნისის 13. 2004

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: