კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

იდეა

leave a comment »

წარმოიდგინეთ პლატონის აკადემიის დისპუტების პირდაპირი ტრანსლაცია სატელევიზიო ეთერში.

კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით ტელევიზიისა და ინტერნეტის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების, გამოყენების საინტერესო პროექტია საერთაშორისო ტელემატიკური უნივერსიტეტის “უნინეტტუნო” (UniNettuno) ვიდეოლექციები, რომელიც წარმოებს როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ჩანაწერების სახით. მოცემული პროექტის ქსელი ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა და სხვა ქვეყნის უნივერსიტეტს მოიცავს (იტალია, მაროკო, სირია, ეგვიპტე, საბერძნეთი, ალჟირი, იორდანია, ტუნისი) და დროთა განმავლობაში ფართოვდება.

www.uninettuno.it

ასევე, პირდაპირი ჩართვით შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ პარლამენტის სხდომებს. ამ მიზნით სხვა და სხვა ქვეყანაში შესამაბისი არხებიც არსებობს. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ის, რასაც ამ სხდომებზე ხედავს ადამიანი, განათლების სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებას და შედეგს იძლევა.

პოლიტიკურ უმსგავსოებებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო უმსგავსოებაში არ ჩამორჩება მსოფლიოში ასე გავრცელებული პროგრამების ქსელი, რომელიც საქართველოში ჯეობარის სახით იყო წარმოდგენილი. იტალიაში მსგავს სატელევიზიო შოუს “Grande Fratello” (დიდი ძმა) ჰქვია. ვთვლი რა, რომ მის ღირსებებზე საუბარი არ ღირს, მაინტერესებს თვითონ ამ პროექტის გადმოცემის ფორმა, მისი ტექნიკური მხარე.

პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ დიდი მოწონებით სარგებლობდა დაახლოებით მსგავსი, მაგრამ უფრო სპეციალიზირებული და გაცილებით უკეთესი გადაცემა “კანდიდატი”. ასევე, იყო “ინდუსტრია”, რომელმაც ვერ გაამართლა და ადრევე შეწყვიტა არსებობა.

საინტერესო იქნებოდა საქართველოში საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო კლიმატის შესაქმნელად შესაბამისი ხასიათის ტრანსლაციის შექმნა.

მაგალითად: სხვა და სხვა ასაკის ხელოვანების, ლექტორების, მოაზროვნე, გამოცდილ ადამიანებისა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით შეხვედრების ვიდეოჩანაწერებად დამზადება და Youtube-ში გაშვება. ან პერსპექტივაში ცალკე საითის გახსნა, სადაც მოხდება ამ ჩანაწერების განთავსება. დროთა განმავლობაში თუკი გაამართლებს, ექნება დადებითი გამოხმაურება და დაინტერესება, რეგულარული, ან ეპიზოდური ხასიათის პირდაპირი ჩართვაც შეიძლება შეხვედრის მსვლელობისას, სადაც საუბრის ძირითადი თემატიკა იქნება კულტურა, ხელოვნება, კულტურის პრიზმით დანახული ქვეყნისა და მსოფლიოს მდგომარეობა, თავისუფალი თემატიკა ნებისმიერ საკითხზე და ასე შემდეგ.

იდეისათვის ძალიან საინტერესო ჯგუფად მოვიაზრებ პირველ არხზე, ნინო ქაჯაიას გადაცემა “ცხოვრება მშვენიერია”-ში გამოსულ ლიბ.გე-ს ორგანიზატორებს. შესანიშნავი ეპიზოდი გამოვიდა.

შეხვედრების მსვლელობისათვის რამე ორიგინალური და საინტერესო იდეის მოფიქრება შეიძლება. ვთქვათ, სასაუბრო თემის წინდაწინ არჩევა. ან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რამდენიმე კითხვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შემზადება და შეხვედრისას, ამ კითხვების ირგვლივ საუბარი, მსჯელობა და ასე შემდეგ.

პოტენციურად შეიძლება სხვა და სხვა სფეროს დაკავშირება საუბრის მონაწილეთა შორის, თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაწესებულებების ერთმანეთში ურთიერთობისათვის: უნივერსიტეტები, განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ასოციაციები, ეკლესია და სხვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: