კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

თავის-უფლების პოლიტიკური განზომილებისათვის

leave a comment »

ლათინური წარმომავლობის იტალიური სიტყვა Temperanza ქართულად გადმოითარგმნება, როგორც თავის უფლება, თავის მოთოკვა; უფრორე ზნეობრივი დატვირთვით გამოიყენება და მოზომვას ნიშნავს (აქედან: ტემპერამენტი, ხასიათი, ზნე და ხასიათის გამოჭედვა, ჩამოყალიბება).

ამ იტალიური სიტყვის ფონზე ქართული “თავისუფლება” კიდევ უფრო ღრმა შინაარსის მატარებლად გვეცხადება. როდესაც თავისუფლებას აღწევს ის, ვინც საკუთარ შინაგან სამყაროს, საკუთარ თავს ფლობს; ვისაც დაძლეული და დამორჩილებული აქვს პირადი ნაკლოვანებები, ამაღლებულია მათზე და მათაც კი სიქველეების საწვავად აქცევს, ანუ კიდევ უფრო ზრდის დადებით მხარეს თავის თავში. ასე რომ, სამართლიანი და ნორმალური საზოგადოების ასაშენებლად უპირველესად საჭიროა შინაგანი განწმენდვა, მოქცევა და ამის საფუძველზე პოლიტიკის განხორციელება. ამ შემთხვევაში, გასაგებია ანტიკური ხანის უდიდესი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების თეზა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს უზენაესი მიზანი მისი მოქალაქეებისა და ადამიანების გაბედნიერებაა და მათი ჭეშმარიტებამდე მიყვანა; ამადაც იყო, რომ სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური საშუალებისა და მეთოდის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენდა თავისი მოქალაქეებისა და ადამიანთა ზნეობრივი გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: