კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

დრო, მეხსიერება, “ვეფხისტყაოსანი”

leave a comment »


წარმავალი დროის მკვლელია “ვეფხისტყაოსანი” და ბედნიერია ის, ვისაც საკმაოდ, ან მთლიანად შეუსწავლია იგი. უკვდავი შოთას გზნება-პოემის გადაკითხვით, თუ ზეპირად გამეორება მეხსიერების გაფართოებისა და განმტკიცების ამაღლებული და კეთილშობილრი სახეა. ამგვარად, მეხსიერება იფერთხება ამაოებისა და უსახურობის ყველანაირი ჟანგისაგან და წკრიალა, მარადისობაში ნაწრთობი ფოლადის ხმას გამოსცემს.

სულხან-საბას “სიტყვის კონა”-ში მახსოვრობა ძველ საქმეთა ცოდნითაა აღნიშნული და შესაბამისად, წარმავალ დროზე მაღლა დგას ის, ვისაც არა ოდენ წარსული, აწმყო და მომავალი აქვს ურღვევი ერთობით შეკრული, არამედ დაძლეული აქვს ისტორიული განზომილება და ზეისტორიული ხასიათისა გახადა საკუთარი აზროვნება.

ტყუილად არ აქვს მინიშნებული ანტიკური პედაგოგიკის კლასიკოსს, მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს, რომ თუ დრო დავიწყების იარაღადაა ცნობილი, მეხსიერება მისი მტერია.

ხუთი წლისა ვიყავ, როდესაც მამამ “ვეფხისტყაოსნის” შესწავლა დამაწყებინა. ძალიან მოძრავი ვიყავი და ვცდილობდი, ადრე მოვრჩენილიყავ სწავლას, რათა გართობისთვის გავთავისუფლებულიყავი. მამის ნებამ კი თავისი გაიტანა და ბოლოს იმდენი შემასწავლა, ყოველ კვირა დღეს უნდა გადამემეორებინა შოთაის საგა. მონიშნული მქონდა, ზუსტად ნახევარი საათი მჭირდებოდა აღქმულის გადასამეორებლად. მაშინ ეს პროცესი არ იყო ადვილი ჩემში მბორგავი ენერგიის გამო. თუმცა, უღრმესი მადლობა ჩემს ძვირფას მშობელს “ვეფხისტყაოსნისთვის”, რადგან მისი შესწავლით ერთ-ერთი მრავალთაგანი სიკეთე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მებოძა ისაა, რომ უკეთესი სახით შემიძლია საკუთარი მეხსიერების გავარჯიშება.

ერთ-ერთი მხარე იმისა, თუ “ვეფხისტყაოსნის” მეშვეობით როგორ იმარჯვებდა ქართველი ერი დროის წარმავლობაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: