კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

გველზე

leave a comment »

ბუდას სწავლებანში: დისკურსი გველზე

ხშირად სწავლობენ, რათა კამათში გაიმარჯვონ, მაგრამ არ ახორციელებენ რა სიკეთეს, სიბრძნის სიღრმეებს ვერ ჩასწვდებიან ხოლმე. ასეთნი გველთა მცდარად შემპყრობელებს ჰგვანან, რისგანაც ან სულიერ სიკვდილს იღებენ, ან ხანგრძლივად უბედურდებიან. ხოლო ისინი, ვინც სიბრძნის ქმნით იმეცნებენ, ბედნიერებას აღწევენ და შედარებულნი არიან გველთა მართებულად, ორად წამახული კეტის მეშვეობით მპყრობელებს, რაც ამავე დროს, ტექნიკური (ამ სიტყვის უღრმესი და თაური გაგებით: ტექნე-როგორც შემეცნების ერთ-ერთი ფორმა) შემეცნების ძველაღმოსავლური მეტაფორაა და სიბრძნის პრაგმატული სიყვარულისადმი მეცნიერულ მიდგომასაც გულისხმობს. ბუდისტი განმმარტებლებისათვის პირველ გზას ძილი სჯობს, რაიც მატრიცაში “ჩართულობით” გადმოცემული ჩვენი თანამედროვეობის ალეგორიული პარალელია (კინოტრილოგია “მატრიცა”, სადაც ნეო იგივე ბუდაცაა, “გამოღვიძებული”), ხოლო მეორე გზას “შემდეგ ნაპირზე გადასასვლელ სწავლება”-ს უწოდებენ (იქვე მოცემული ტივის მაგალითიც, როგორც მეორე ნაპირზე გადამყვანი სახისმეტყველური საშუალება).

აღსანიშნავია ამ ბუდისტური დარიგების მინდიაური ალეგორია, სადაც ცოდნა გველსაა შედარებული და ორაზროვანი ხასიათისა შეიძლება იყოს მისი მიმღებისათვის: უწვრთნელისა და შინაგანად უმწიფარისათვის-შხამი, ხოლო ნოყიერი ნიადაგის მქონესათვის-ბედნიერებით ამამზიანებელი. საგულისხმოა, რომ ელადაშიც არსებობდა მსგავსი შინაარსის გაგება, რასაც მოწმობს პლატონისგან თავის „ფედონში“ გამოყენებული pharmakon – მალამოსა და შხამის ერთდროული აღმნიშვნელი სიტყვა. ლათინურში იდენტური შინაარსისაა potione.

ამადაცაა, რომ ფილოსოფიურზე არ შევსულვარ ფილოსოფოსთა გამონათქვამების პერიფრაზირებისათვის (არაა ცუდი ენციკლოპედიური ცოდნა), არამედ რათა მეტი ბედნიერებით გავივსო მათში ჩადებული შინაარსის მოშველიებისაგან.

შესაბამისად უზუსტესია ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სიბრძნეც: არა იმისათვის ვისწავლებით, რომ სხვას დავუმტკიცოთ რამე, არამედ რათა განვიბრძნათ.

ვინც ოდენ იმისათვის იმეცნებს, რომ შეიმეცნოს, საგანძურის მპყრობელია იგი, მაგრამ არა მეორე ნაპირამდე გამღწევი. აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრების უზენაეს მიზანს ჭეშმარიტების შეცნობა კი არ უნდა წარმოადგენდეს (რაც სავალი გზის მხოლოდ ნახევარია), არამედ მისი გათავისება და განხორციელება:

“არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოფოსოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა” (რუსთაველი),

რაც სიყვარულის სიბრძნისა და სიბრძნის სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.

აქედან დასკვნა: ფილოსოფია საჭიროა იმისათვის, რომ უზენაესისგან ჩვენში დანთებული სინათლე გავაცხადოთ და გავნათლდეთ (რა); მეცნიერება საჭიროა ჩვენში დაგროვებული სინათლის გარესამყაროში გადმოსაღვრელად (როგორ); ხელოვნება-გარესამყაროს ასაჩახჩახებლად, ასამზიანებლად (რატომ).

სიკეთის მქმნელი უცილოდ გაივლის ტკივილების ზღვას, რის გარეშეც ბედნიერება ოდენ ზედაპირული და ცალკერძი სიხარული იქნებოდა. ვინც ჯოჯოხეთს არ გადის და არ ტერფავს მას, ვერ გახდება ცათა ზიარი. თუ არადა, სჯობს ისეთი ადამიანის მეგობრობა, ვინც ეს ყოველი გამოიარა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: