კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

ბავშვი

leave a comment »

განსხვავება ბავშვსა და “ბაღანას” შორის ისაა, რომ პირველი არა ოდენ ქვეცნობიერი, არამედ გაცნობიერებული არჩევანია ყოფიერებისა და Modus Vivendi-ს. ამ შემთხვევაში, შეიძლება 80 წლისანი ვიყოთ, მაგრამ შინაგანად ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ასეთი სპონტანური და მზიურად სუბიექტური არსებობა შეადგენდეს. ზოგჯერ ხდება ისეც, როცა ცდილობენ თავის გაბავშვებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელთ სხვა არავინ და არაფერი გვრჩება, თუ არა ინფანტილური და შინაგანად უმწიფარი პიროვნებები, რომელნიც იმაზე მეტს არ/ვერ ამბობენ და აკეთებენ, რამდენიც ესმით, რამხელა შეგნებაც გააჩნიათ. ესაა “ბაღანას” სახე; კარიკატურული ბუნებისა კი არც ხელოვნური ბავშვურობა ვარგა და არც ნაძალადევად მორგებული ბრძენი ბერიკაცის ნიღაბი. ჭეშმარიტების ფარდები მოქმედებაში იხსნებიან, რომელიც უპირველესად, უფრორე შინაგანი ხასიათის აქტია.

საგულისხმოა ისიც, რომ ასევე, სამართლიანად მიჩნეული ანტიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი პლატონი პიროვნების აღზრდის საქმეში შემთხვევით არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ღვინის მოზომილ და გაცნობიერებულ გამოყენებას უძველესი წარსულის მქონე სუფრის, ლხინის, ტრაპეზის მისტერიულ ტრადიციაში (“კანონები”), სადაც ღვთიური ნეკტარი, ამავე დროს, არიადნეს ძაფის ფუნქციის მატარებელია ქვეცნობიერების ლაბირინთებში პიროვნების მზიური გამარჯვების მოსაპოვებლად. არახალია, რომ “კანონები” ხნიერი პლატონის ჩვენამდე მოღწეულ ნამუშევართა რედაქტირებული კრებულია (განხორციელებული მისი აკადემიელი მოწაფის, ლოკრიდელი წარმოშობის მათემატიკოსისა და ასტრონომის-ფილიპე ოპუნტელის მიერ). შესაბამისად, ზემოთქმულთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო მომენტს წარმოადგენს ის, რომ ელადის ქალაქებში სამაგალითო ერიშვილისა და მამულიშვილის ჩამოყალიბების საქმეში სხვა საშუალებებთან ერთად (მუსიკა, როკვა, ტანვარჯიში), ლხინისა და სუფრაზე ღვინის ელემენტი იყო ერთ-ერთი ძლიერი განმაპირობებელი პიროვნების არა მარტო ბავშვურობაში დასაბრუნებლად, არამედ ბავშვურობამდე მისაღწევადაც, რაც შინაგანად ამა თუ იმ ადამიანის ბუნებრივი და საუკეთესო მდგომარეობა, კონდიციაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: