კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

პოეზიის პარადიგმა

leave a comment »

თუკი თუნდაც ყველაზე მდაბიურს შევხედავ ყველაზე ამაღლებული ხედვით, მაშინ ის, რაც დაწრეტილია მშვენიერებისაგან და ვულგარიზირებულია, ჩემს თვალწინ ქრება, რამეთუ ჩემში არსებული მშვენიერება მყისვე ავსებს ამ ვაკუუმს და ამიტომაა, რომ ყველაზე უმსგავსოსა და საშინელშიც კი შესაძლებელია გულისა და თვალის გამავსებელი საბედნიერო მიზეზის დანახვა. ამის განმაპირობებელი უსახურში მქრალი მშვენიერება კი არაა, არამედ ჩემი დემოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორი, ანუ ის, თუ რა და როგორ ხდება ჩემს შინაგან სამყაროში და თუ როგორ და რისთვის განმაწყობს ეს ყოველივე გარესამყაროსთან მიმართებაში-ამგვარად, სახეზეა ადამიანის სუბიექტური და ობიექტური ყოფის არა ოდენ ჰარმონიული ურთიერთმიმართება, არამედ ამ შეხამების ამაღლებული სახე;

და რაოდენ უფრო ნაყოფიერდება და კეთილშობილდება ყოველივე ზემოთქმულის ცხოვრება, როდესაც ჩემს წინ არა აჩრდილადქმნილი მშვენიერებაა, არამედ ამ უკანასკნელის სავსე და მზიური ხორცება. აი, ესაა პოეზია.

დიდი ღრიანკალის, გრიგოლ რობაქიძის მიერ ჩინებული თამადისა და ხელმწიფის მიერ თანამოლხინეთა უკეთეს თვისებათა გამომრჩევ სახეს (“რა უნდა აგონდებოდეს ქართველს”), სწორედ, ეს პოეტური პარადიგმა ესაფუძვლება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: