კონსტანტინე (კოკა) ვეკუა : მოზაიკები

Just another WordPress.com weblog

“ეროვნება არა აქვს ცხოველს”

with one comment

ეს გენიალური და ღრმააზროვანი ფორმულა აქვს დატოვებული ბატონ ზვიად გამსახურდიას.

ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთისმომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი.

საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ ერს არ ემსახურებიან და მხოლოდ თავიანთი ეგოიზმით ხელმძღვანელობენ. ყველაფრის ცენტრად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და მისთვის სიამოვნების მინიჭებას ანაცვალებენ თავიანთ ცხოვრებას.

და მაშინ, ყველა ამ ნეგატიურ შემთხვევაში, ასეთები კაცები კი არ არიან, არამედ ცხოველის დონეზე იმყოფებიან. ადამიანობის ხარისხსაც კი ვერ აღწევენ, რომელიც ცხოველსა და კაცს შორისაა. სამწუხაროდ, კაცობრიობა ზოგადად და სულიერი გაგებით, ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, სულიერი გაბარბაროსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ეროვნება და ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულად განსაზღვრავს კაცთა შინაგანი განვითარების სიმაღლეს

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. პატივცემულო ბატონო «გეორგიანელი»,

    ძალიან სიმპათიური სურათი, რომელიც გვაჩვენებს ზვიად გამსახურდიას ნამდვილ ხარისხს. მინდა გადავიბეჭდო ეს ფოტო ჩემს «საქართველოს ისტორიაში», რომელიⅠ მალე გამოვა ლონდონში. თუ შეიძლება, მითხარით, საიდან გადაიღეთ სურათი, და თუ ვისმე ეკუთხვნის საპუბლიკაციო უფლება.

    დიდი პატივისცემით,

    დონალდ რეიპილდი (d.rayfield@qmul.ac.uk)

    Donald Rayfield

    February 16, 2012 at 11:55 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.